2 წლის ბავშვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა (ვიდეო)

2017-06-13 12:40:14

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, 2 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. საავადმყოფოს დირექტორის ნატო თოფურიას განცხადებით, ბავშვი პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელმა რამდენიმე წუთით პალატა დატოვა, რა დროსაც ბავშვი, მეორე სართულზე არსებული პალატის ფანჯრიდან გადავარდა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს და გამოკვლევების მიზნით, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ბავშვს შინაგანი ორგანოების დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პაციენტი ამ დროისთვის სახლშია გაწერილი. ნახეთ ვიდეო.