ქობულეთში სასტურო „არმაზის“ მეპატრონემ თავი მოიკლა. აჭარის პოლიციის პრეს სამსახურის განმარტებით, შემთხვევა არ მომხდარა საკუთარ სახლში, ადგილობრივების თქმით, ცხედარი იმ სასტუმროში ნახეს, სადაც 2 წლის წინ ხანძარი მოხდა. შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
აღნიშნულ სასატუმროში მომხდარ ხანძარს, 2015 წელს 3 რუსთაველი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვები ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიხარული 2“-ის მოცეკვავეები იყვნენ. ქობულეთის სასტუმროში, ისინი ანსამბლთან ერთად იმყოფებოდნენ.