სპორტული ფესტივალი რუსთავში

2017-05-28 15:34:20

რუსთავის ცენტრალურ პარკში სპორტული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში რუსთავის მასშტაბით 2001-2003 წლებში დაბადებული 200-მდე მოზარდი მონაწილეობდა. ფესტივალი სპორტის ოთხ სახეობაში: ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, სპრინტსა და ჭადრაკში ჩატარდა.
რეგიონულ შეჯიბრებაში გამარჯვებული მონაწილეები ანაკლიაში მომავლის ბანაკში გაემგზავრებიან. სპორტული ღონისძიება რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.