"ჰელადოსი"-ს პრემიერა მუნიციპალურ თეატრში

2017-04-24 21:50:50

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლის "ჰელადოსი" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი პეტრე ჩარგეიშვილმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგა რომლის რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელიც თავად არის. სპექტაკლში მონაწილეობენ: თეა შარვაშიძე, სოსო ელიზბარაშვილი, ნათია მელაძე, ლეონტი შიოშვილი და რუსთვავის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ბაქარ ჭყოიძე, რატი ლაბაძე, გიორგი ბარბაქაძე, გიორგი გაზაშვილი, გიორგი მეტრეველი, ლუკა გაჯიაშვილი, ლაშა ბეჟანიშვილი, ლუკა თაბუკაშვილი და რატი ახალკაცი არიან. სპექტაკლი 26 აპრილს 11:00 და 15:00 საათზე კვლავ გაიმართება.