ქარის გამო პარკს 1000 ლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა

2017-04-24 18:37:47

ძლიერი ქარის შედეგად პარკს 1000 ლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებლია ელექტროსისტემა. უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის განცხადებით, პარკში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დაზიანებული ელექტროსისტემა  უახლოეს მომავალში შეკეთდება. რაც შეეხება მოგლეჯილ ხეებს, ხეების დამუშავება და შეშის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დარიგება იგეგმება.

ამ დროისთვისი, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ძლიერი ქარის გამო შესვლა აკრძალულია. მსურველებს პარკით სარგებლობა ხვალ დილიდან სეეძლებათ.