ცენტრალურ პარკში სარწყავი სისტემა რეაბილიტირდა.

2017-03-23 17:56:58

მარის არხის დასახლების სიახლოვეს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ნარგავების მორწყვა სრულყოფილად მოხდება. უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის განმარტებით, ძველი და დაზიენიებული მილის გამო სანერგეს წყალი ნაწილობრივ მიეწოდებოდა. სამუშაოების დასრულება ხვალ იგეგმება.