დაკარგეს თუ არა მომხმარებლები ტექნიკის მაღაზიებმა

2018-05-25 12:33:00

სესხის გაცემაზე რეგულაციებმა ტექნკის მაღაზიებს პროდუქციის რეალიზაცია შეუმცირა.

ამის შესახებ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები საუბრობენ.

მათი განმარტებით, 7 მაისს ამოქმედებულმა ცვლილებამ, რომელიც ბანკების მიერ სესხების გაცემას მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ გულისხმობს, ტექნიკის მაღაზიებში მომხმარებლების რიცხვი შეამცირა.

ბიზნესმენების ინფორმაციით, მათი უმრავლესობა, ვინც განვადების სერვისით სარგებლობდა თვითდასაქმებული იყო, შესაბამისად მათ შეეზღუდათ სესხზე წვდომა და რადგან ტექნიკის მაღაზიების გაყიდვების ძირითადი ნაწილი განვადებაზე მოდიოდა, მომხმარებლების შემცირებამ მათი გაყიდვების შემცირებაც გამოიწვია.

შეგახსენებთ, "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში" შესული ცვლილება 2018 წლის 7 მაისიდან ამოქმედდა.