რუსთავში, კოსტავას გამზირზე უფუნქციოდ დარჩენილმა სასმელი წყლის შადრევნებმა ფუნქცია დაიბრუნეს.
ქალაქში ცოტახნის წინ სასმელი წყლის დალევა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგაც წყლის სოკოების ნაწილი, რომლებიც ქუჩებში სკვერებსა და პარკებშია დამონტაჟებული მწყობრიდან იყო გამოსული.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე წყლის სოკოების ნაწილი უკვე ამუშავდა. 7 შადრევანიდან 4 ჩართულია. დანარჩენის ჩართვა კი მომავალ კვირას მოხდება.
სასმელი წყლის შადრევნების კეთილმოწყობის სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრმა" განახორციელა.