რუსთაველ ბიზნესმენს 6 დღეა ეძებენ

2018-07-11 23:48:59

რუსთაველ ბიზნესმენს, 40 წლის მამაკაცს ოჯახის წევრები და პოლიცია 6 დღეა ეძებს.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი თბილისში იმყოფებოდა და რუსთავში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც მას კომპანიის თანამშრომლები ელოდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცი დანიშნულ დროს არ მივიდა კომპანიაში, რის შემდეგაც დაიწყეს მისი ძებნა, მას ტელეფონი ამ დრომდე გათიშული აქვს.

ბიზნესმენი სახლიდან 5 ივლისს საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრებმა შსს-ს დახმარებისთვის მიმართეს. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ პირის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საძიებო სამუშაოები.

"ინფო რუსთავი" გარკვეული მიზეზების გამო არ ახდენს დაკარგული მამაკაცის იდენტიფიცირებას, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ.