რუსთავის მერმა 17 წლის მოზარდი წაახალისა

2018-06-25 14:35:47

ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობაში ჩართული 17 წლის გიორგი კენჭაძე წაახალისა და რუსთავის სერვისცენტრში 2 თვით დაასაქმა.

23-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, თავისი ინიციატივით ხშირად იყო ჩართული სამოქალაქო აქტივობებში, მათ შორის გამწვანების აქცია, უხვი ნალექის დროს ქუჩების დასუფთავების სამუშაოები და სკოლის აქტივობები. სწორედ ამით მიიქცია მან რუსთავის მერის ყურადღება.

გიორგი კენჭაძეს გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება და საზაფხულო არდადეგების პერიოდში საშუალება მიეცემა იმუშაოს თვითმართველობის ერთ-ერთ ააიპ-ში.