რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2 500 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება.
ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელები და დაიგება როგორც ბეტონის ასევე ასფალტის საფარი.
"ამ პროექტით, ძველი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვაპირებთ, გეტყვით, რომ მკაცრად გაკონტროლდება მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან პროექტის მიმდინარეობის პროცესი. პირადად კვირაში ერთხელ გავეცნობი სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მედიასაც და მოსახლეობასაც მინდა ვთხოვო, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ დაგეგმილ სამუშაოებს რადგან პროექტი სრულყოფილად განხორციელდეს"-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან აუდიენციის დროს.
რუსთავის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება:
გორის ქუჩა, ყაზბეგის I და II გასასვლელი, ყაზბეგის I და II ჩიხი, ვაჟა-ფშაველა, ვაჟა-ფშაველას ჩიხში, ვახუშტის, იაღლუჯის ქუჩა, ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთი.
საგზაო სარემონტო სამუშაოები განხორციელდება ასევე:
ტურგენევის #2-დან ქუჩიშვილი ქუჩამდე, ქუჩიშვილი I ჩიხი,წულუკიძის, ორბელიანის ქუჩა, წულუკიძისI,II,III შესასვლელი, ჭონქაძის და ერისთავის ქუჩა, ქუჩიშვილის და მე-11 მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზა, ქუჩიშვილის და სანაპიროს დამაკავშირებელი გზა, ღლონტის ქუჩა, ქუჩიშვილის ჩიხი, ცოტნე დადიანის და ბესიკის ქუჩა.
საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები "ნიუ გრუფი" და "მაგისტრალი" განახორციელებენ.
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.