რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს ახალ უფროსს 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებით დავალებები მისცა.
ტყის რესურსების მაქსიმალური ათვისება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საპიკნიკე ადგილების მოწყობა, ხეების გადაბელვის სამუშაოების გონივრულად შესრულება და მცენარეებზე ზრუნვა, ეს იმ დავალებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქალაქის პირველმა პირმა რუსთავსერვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მისცა. "გვაქვს ძალიან დიდი ტერიტორიები რომელიც არის აუთვისებელი და რომელიც ნადგურდება, უნდა გავაჩინო აქტივობა თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ და ზეგ მივიღებთ ცუდ შედეგს. იმ ადგილებში შესაძლებელია მოეწყოს მარანი, გაშენდეს ვენახი, დაირგოს სხვადასხვა კულტურის მცენარეები, მოეწყოს საპიკნიკე ადგილები, სადაც სრულფასოვნად იქნება შესაძლებელი რომ ოჯახს მოემსახუროს ის სამსახური რომლის მოვლა-პატრონიბაშიც არის გადასული ეს ტერიტორია და იყოს დასასვენებელი ადგილი, ოჯახის თავშეყრის ადგილი, მყუდრო კარგ გარემოში" - განაცხადა "ინფო რუთავთან" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.