რუსთავში კოსტავას გამზირზე ძველი გარე განათების სანათები ახლით იცვლება. რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, რომ კოსტავას გამზირზე ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები დამონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.
"ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანათები მოძველებულია, რის გამოც ექსპლუატაციის ხარჯი იზრდება, ამიტომ აუცილებელია ძველი სანათების ახლით შეცვლა"- განაცხადეს რუსთავსერვის ცენტრში.
ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,"რუსთავსერვის ცენტრი’" ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.