სამხარაულის დასკვნის მიხედვით რუსთავის რამდენიმე ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. როგორც „ინფო რუსთავთან“ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა არასათანადო პირობებია #25 და #8 ბაღში, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში გადანაწილდნენ. ამ ორი ბაღის აღსაზრდელებისთვის მოქმედებს თავისუფალი დასწრება, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო რაც შეეხება 27-ე ბაღს, ის მხოლოდ კაპიტალურად გამაგრებას საჭიროებს, რაც სასწავლო პროცესის გაგრძელებას ხელს არ შეუშლის. რეაბილიტაციის პროცესი ხელს არ შეუშლის ახალი აღსაზრდელების მიღებას და მათ განაწილებას.