რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მე-16 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოწყობილი ბაღების ღობეები მოშალეს. კონსტრუქციების დემონტაჟის პარალელურად, რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს და ხეები კირით შეიღებეს.
ადგილზე რუსთავის მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული მიკრო-რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთას დადებითად აფასებს, უკმაყოფილოები მხოლოდ იმ ბაღების მეპატრონეები არიან, საიდანაც კონსტრუქციის გატანა მოხდა. ნახეთ ვიდეო.